პოლიტიკა
Autumn maple tree leaves full frame arrangement with many colorful leaves

ფოთლისგან დამზადებული ქაღალდი – უკრაინულმა სტარტაპი

ქაღალდის დამზადების ინოვაციური იდეა უკრაინელ მეცნიერს, ტ.შევჩენკოს სახელობის კიევის უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგს ვალენტინ ფრეჩკას ეკუთვნის. მან კომპანია 2019 წელს დააფუძნა და 100 000 დოლარის დაფინანსება მოიპოვა. ფრეჩკამ პირველი ლაბორატორია ზაკარპატიეს სოფელ სოკირნიცაში, თავისი სახლის სამზარეულოში გახსნა, სადაც ფოთლისგან ქაღალდის დასამზადებლად გაზქურის ღუმელს იყენებდა. სახლის პირობებში, გაზის ღუმელთან დაწყებულმა წარმოებამ ქარხანაში გადაინაცვლა. მანამდე კი ფრეჩკას ტექნოლოგიის დასახვეწად სამი წელი დასჭირდა. შედეგად, სტარტაპმა Releaf Paper-მა მსოფლიოში პირველი ქაღალდის ცელულოზის ქარხანა გახსნა, რომელიც ჩამოცვენილ ფოთლებს ამუშავებს. კომპანია ჩამოცვენილი ფოთლებისგან ტექნიკურ, ე.წ. სახარჯო ქაღალდს აწარმოებს, რომელიც შემდგომში მუყაოს, პაკეტის ან სხვა შესაფუთ წარმოებაში გამოიყენება. ერთი ტონა ქაღალდის დასამზადებლად 2,3 ტონა ფოთოლია საჭიროა. ცნობისთვის, ქალაქ კიევში შემოდგომაზე დაახლოებით, 120 000 ტონა ფოთოლი გროვდება.

ფოთლებს კომუნალური სამსახურები აგროვებენ, ხოლო Releaf PAPER-ს ის საწარმოში მიაქვს, სადაც ფოთლის გრანულირება ხდება. რის შემდეგაც მას საწარმოს საშრობკამერაში ათავსებენ, საიდანაც ელევატორებში იგზავნება. მზა ნედლეულის შენახვა და გადამუშავება წელიწადის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. ვიდრე ქაღალდად გადაიქცევა, ფოთლებიდან მიღებული ბოჭკო გადამუშავების რამდენიმე ეტაპს გადის. შედეგად ბოჭკო მთლიანად გამოეყოფა მასში ინტეგრირებულ კომპონენტებს, როგორიც არის ლიგნინი და ჰემიცელულოზი. თუ ფოთოლში სხვა გარე კომპონენტებია, როგორიც, მაგალითად, მძიმე ლითონებია, მათგან მასის სპეციალურ კამერებში დამუშავებისას ირეცხება. თუმცა, როგორც წესი, საწარმოო ნავთობპროდუქტების, ასფალტისა და რეზინის მტვრის გარდა, ფოთლებზე სხვა კომპონენტი არ ფიქსირდება. ყველა ეს ნივთიერება ქიმიური სეპარაციის დროს გამოიყოფა და ქაღალდში არ ხვდება.

 

ასევე ნახეთ

„სენა ავტო ჯგუფი“ წამყვანი საავტომობილო ბრენდის JAC Motors-ის უახლესი პიკაპის 2025 წლის მოდელის JAC T9 Hunter-ის გაყიდვებს იწყებს

კომპანია „სენა ავტო ჯგუფი“ საქართველოში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საავტომობილო ბრენდის  JAC Motors-ის ახალი პიკაპის JAC …

ჩანთების ონლაინ მაღაზია