პოლიტიკა

ვის ეზრდება დაფინანსება ახალი წლიდან – მთავრობის ახალი გადაწყვეტილება

ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, მთავრობის ხარჯები 726 მილიონი ლარით იზრდება და ის 21.9 მილიარდ ლარს მიაღწევს.

სამინისტროების მიხედვით, დაფინანსების ზრდა ბიუჯეტის მეორე წარდგენის პროექტთან და 2022 წელთან მიმართებით ასეთია:

● ჯანდაცვის სამინისტრო – 6,858 მლნ, ზრდა მეორე წარდგენასთან 60 მლნ, ზრდა 2022-თან 620.9 მლნ ლარი;

● რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 3,331 მლნ, ზრდა მეორე წარდგენასთან 355 მლნ, ზრდა 2022-თან 355.9 მლნ ლარი;

● განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 2,031 მლნ, ზრდა მეორე წარდგენასთან 52 მლნ, ზრდა 2022-თან 345.9 მლნ ლარი;

● თავდაცვის სამინისტრო – 1,260 მლნ, ზრდა მეორე წარდგენასთან 0 მლნ, ზრდა 2022-თან 177.6 მლნ ლარი;

● შინაგან საქმეთა სამინისტრო – 1,106 მლნ, ზრდა მეორე წარდგენასთან 36 მლნ, ზრდა 2022-თან 143.5 მლნ ლარი;

● გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 698 მლნ, ზრდა მეორე წარდგენასთან 10 მლნ, კლება 2022-თან -44.6 მლნ ლარი;

● ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 558 მლნ, კლება მეორე წარდგენასთან -96 მლნ, კლება 2022-თან -374.2 მლნ ლარი;

● კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო – 431 მლნ, ზრდა მეორე წარდგენასთან 30 მლნ, ზრდა 2022-თან 30.4 მლნ ლარი;

● იუსტიციის სამინისტრო – 392 მლნ, ზრდა მეორე წარდგენასთან 23 მლნ, ზრდა 2022-თან 71.8 მლნ ლარი;
● საგარეო საქმეთა სამინისტრო – 186 მლნ, ზრდა მეორე წარდგენასთან 3 მლნ, ზრდა 2022-თან 9.4 მლნ ლარი;
● ფინანსთა სამინისტრო – 106 მლნ, ზრდა მეორე წარდგენასთან 0 მლნ, ზრდა 2022-თან 0.6 მლნ ლარი;

ასევე ნახეთ

პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვის პარალელურად ხვალ საპროტესტო აქცია იგეგმება

სამოქალაქო ორგანიზაციები პარლამენტთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვის პარალელურად, აქციის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია