Breaking News

ხელოვნების მუზეუმი ”მიხაილოვის საავადმყოფოს” ნაცვლად

ყოფილი „მიხაილოვის საავადმყოფო“ მალე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმად გარდაიქმნება. ინიციატივა ბათუმელ ბიზნესმენს, შალვა ბრეუსს ეკუთვნის, რომელმაც ობიექტი აუქციონზე 16 მილიონ ლარად შეიძინა.

პრეტენდენტები აუქციონზე არ ყოფილან, რადგან პროექტი იმთავითვე ობიექტის კულტურულ დანიშნულებას ითვალისწინებდა და ბიზნესმენებისთვის კომერციულად საინტერესო არ აღმოჩნდა. საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსი, მათ შორის მუზეუმები, ბიბლიოთეკები, კაფეები და სხვა საჯარო ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს, რისთვისაც 5 წელიწადში არანაკლებ 30 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ბიზნესმენი დიდი ხანია თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის უნიკალურ პროექტზე მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან ერთად მუშაობს. ასევე, წლებია, მიმდინარეობს მუზეუმისთვის ადგილის შერჩევა. განიხილებოდა ვენეციის, მოსკოვის, ბრიუსელისა და თბილისის არქიტექტურულად საინტერესო ადგილები და ძეგლები, მაგრამ ბრეუსმა არჩევანი თბილისზე გააკეთა.

პროექტი 5 წლის განმავლობაში 30 მილიონი ლარის ინვესტირებას ითვალისწინებს, ისე რომ შენარჩუნდეს ისტორიული ძეგლის იერსახე. პროექტის განხორციელებას ბიზნესმენი მსოფლიოს წამყვანი არქიტექტორების მონაწილეობით გეგმავს, რისთვისაც გამოცხადებული საერთაშორისო კონკურსის შედეგად, პირველ ეტაპზე შერჩეული, მსოფლიოს წამყვანი არქიტექტურული სტუდიების წარმომადგენლები თბილისს სტუმრობენ.

„მუზეუმს სჭირდება საგამოფენო სივრცეები. საავადმყოფოს შენობას ეს სივრცეები არ აქვს, ამიტომ ჩვენ უნდა მივუშენოთ დამატებითი კომპლექსი. ისე უნდა ჩავდგათ, რომ ისტორიული სურათი არავითარ შემთხვევაში არ დავარღვიოთ. მუზეუმი იქნება არა მხოლოდ ტაძარი, რომელშიც მოდიხარ და ლოცულობ ამ ობიექტების წინაშე, არამედ ჩვენი სახლი, სადაც ახალგაზრდობა თავს სახლში იგრძნობს“, – აცხადებს ბრეუსი.

ფოტო: 1tv.ge

Check Also

მასშტაბური მშენებლობა ქართულ კურორტებზე

ტურისტულ რეგიონებში, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური და ბახმარო, ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მასშტაბური მშენებლობები კურორტების იერსახესა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია