პოლიტიკა

გიორგი ტერაშვილი ახალგაზრდული მსოფლიო პირველობის ვიცე-ჩემპიონია

ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში ორმა ქართველმა – გიორგი ტერაშვილმა და კოტე კაპანაძემ (ორივე 73 კგ-ში) ტურნირის ფინალურ ბლოკში იჭიდავეს.

ახალგაზრდა გიორგი ტერაშვილი ფინალში იაპონელ რიუგა ტანაკასთან დამატებით დროში შებოჭვით დამარცხდა და ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა. მეორე ქართველმა კოტე კაპანაძემ კი ბრინჯაოს მედლისთვის ორთაბრძოლა პოლონელ ძიუდოისტთან დათმო და შეჯიბრი უმედლოდ დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრებისთვის მსოფლიო პირველობაზე გიორგი სარადალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, თორნიკე მაზიაშვილი კი ტურნირზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ასევე ნახეთ

ოსკარი 2026 – ვინ არიან დაჯილდოების ტრიუმფატორები

კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ოსკარი 2026 შედგა. ლოს-ანჯელესმა „ოსკარის“ რიგით 98-ე ცერემონიას უმასპინძლა. გამარჯვებულები უკვე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...