პოლიტიკა

დელ პიერო: უფრთხილდით კვარაცხელიას, ის არაპროგნოზირებადი და ნიჭიერია, ევროპაში სათამაშოდაა დაბადებული

გაზეთ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში იტალიის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, ალესანდრო დელ პიერომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელი არაპროგნოზირებადი და ნიჭიერია.

„მე ნამდვილად მივიჩნევ, რომ „ნაპოლი“ [ახლა] უფრო ძლიერია. აღფრთოვანებული ვარ სპალეტის მუშაობით, რომელიც [გუნდის] რეკონსტრუქციას კონსტრუქციული სულისკვეთებით შეხვდა: [ეს არის] დიდი გუნდის მენტალიტეტი. უფრთხილდით კვარაცხელიას. ის არაპროგნოზირებადი და ნიჭიერია. როგორც ჩანს, ის [კვარაცხელია] ევროპაში სათამაშოდაა დაბადებული“, – აღნიშნა ალესანდრო დელ პიერომ.

2 სექტემბერს, იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ (AIC) ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.

ასევე ნახეთ

ბრაზილიის პოლიციამ ლედი გაგას კონცერტზე დაგეგმილი აფეთქება აღკვეთა

ბრაზილიის პოლიციის  გაცხადებით, ლედი გაგას კონცერტზე დაგეგმილი აფეთქება აღკვეთეს. რიო დე ჟანეიროს მერიის ცნობით, კონცერტს 2.1 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია