პოლიტიკა

ტოჩინოშინის მესამე გამარჯვება ნაგოიას სუპერტურნირზე

ნაგოიაში მიმდინარე სუმოს სუპერტურნირზე ტოჩინოშინმა მეხუთე ბრძოლა გამართა.

ლევან გორგაძე მერვე მაეგაშირა ნიშიკიგის დაუპირისპირდა. ქართველ სუმოისტს ბალანსზე 2 მოგება და 2 წაგება ჰქონდა, მის მეტოქეს კი 4-დან 4 გამარჯვება.

ივლისის სუპერტურნირზე ნიშიკიგის წაუგებელი სერია ლევანმა შეწყვიტა. მეტოქემ ქართველი სუმოისტის მძლავრ მიძალებას ვერ გაუძლო და ტოჩინოშინმა ნიშიკიგი დოჰიოდან გადაიყვანა.

ლევან გორგაძე მომდევნო შეხვედრას ხვალ, 15 ივლისს ჩაატარებს და დასავლეთის მე-9 მაეგაშირა კოტოეკოს დაუპირისპირდება.

ასევე ნახეთ

დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია