გაზეთ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში იტალიის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, ალესანდრო დელ პიერომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელი არაპროგნოზირებადი და ნიჭიერია.
„მე ნამდვილად მივიჩნევ, რომ „ნაპოლი“ [ახლა] უფრო ძლიერია. აღფრთოვანებული ვარ სპალეტის მუშაობით, რომელიც [გუნდის] რეკონსტრუქციას კონსტრუქციული სულისკვეთებით შეხვდა: [ეს არის] დიდი გუნდის მენტალიტეტი. უფრთხილდით კვარაცხელიას. ის არაპროგნოზირებადი და ნიჭიერია. როგორც ჩანს, ის [კვარაცხელია] ევროპაში სათამაშოდაა დაბადებული“, – აღნიშნა ალესანდრო დელ პიერომ.
2 სექტემბერს, იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ (AIC) ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.