„კეთილი იყოს შენი მობრძანება სახლში, ხვიჩა – სამუდამოდ „ნაპოლიში“ – ასე მიესალმა „ნაპოლი“ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც იტალიურ კლუბს შეუერთდა.
თავად ხვიჩამ კი მცირე კომენტარი გუნდის ტვიტერის გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში გააკეთა:
„აი, როგორც იქნა აქ ვარ, გაუმარჯოს „ნაპოლის“, „ნაპოლი“ სამუდამოდ!“.
ხვიჩა კვარაცხელია პოირველი ქართელი ფეხბურეთელია კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ, რომელიც იტალიის სერია „ა“-ში ითამაშებს. საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელმა „ნაპოლისთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.