პოლიტიკა

„ქართული ღვინის ფესტივალი 2022″ ორწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება

პანდემიის გამო,ორწლიანი პაუზის შემდეგ „ქართული ღვინის ფესტივალი“ ბრუნდება.

  ფესტივალი 8 ოქტომბერს შარდენზე,სიონის ქუჩაზე გაიმართება და  ქართული ღვინისა და კულტურის მოყვარულებს კვლავ გააერთიანებს. გარდა ღვინისა, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ჩირი, ჩურჩხელა, ყველი, ხელნაკეთი აქსესუარები და ასე შემდეგ.გამოფენა-გაყიდვასა და დეგუსტაციასთან ერთად, სტუმრებს ექნებათ ცოცხალი მუსიკის მოსმენის შესაძლებლობა, როგორც ფოლკლორული ანსამბლების, ასევე ბენდების. ფესტივალი მთელი დღის განმავლობაში იქნება დატვირთული გასართობი პროგრამებით,მათ შორის:მიმების შოუ, დრამების შოუ, ცეცხლის შოუ – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც სიონის ქუჩაზე მისულ სტუმრებს ელით.

  ცნობისთვის,ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება და 19:00 საათზე დასრულდება,დასწრება თავისუფალია.

ასევე ნახეთ

დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

ქართველმა მსახიობმა, დათა ჩაჩუამ „აზიური ოსკარის“ ჯილდო მიიღო, ნომინაციაში საუკეთესო ახალი შემსრულებელი ფილმისთვის Panopticon. 14 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია