Amazon-ის ახალი სერიალის „ბეჭდების მბრძანებელი: ძალაუფლების ბეჭდების“ პირველი ორი სერია მსოფლიოს მასშტაბით 25-მა მილიონმა მაყურებელმა ნახა. ამის შესახებ Hollywood Reporter-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს Amazon Prime-ის რეკორდული მაჩვენებელია სერიალის პრემიერისთვის. ამასთან, კრიტიკოსები IMDb-ზე სერიალს 10-დან 7,4 ქულას უწერენ, Rotten tomatoes-ზე კი მაყურებელთა შეფასებით, სერიალმა 100-დან 38%-იანი შეფასება დაიმსახურა.
სერიალი ჯონ ტოლკინის ნაწარმოების მიხედვით არის გადაღებულ. მოვლენები პიტერ ჯექსონის ლეგენდარული ტრილოგიამდე 3000 წლით ადრე ვითარდება.
სერიალის შოურანერები ჯონ დი პეინი და პატრიკ მაკკეი განმარტავენ, რომ სიუჟეტში შუახმელეთის მორე ეპოქის ყველა გადამწყვეტი ისტორიაა თავმოყრილი: ძალაუფლების ბეჭდების შექმნა, ბნელი ლორდი საურონის აღზევება, ნუმენორის ეპიკური საგა და ელფებსა და ადამიანებს შორის უკანასკნელი ალიანსის დრამა. მთავარ როლებს სერიალში მორფიდ კლარკი, პიტერ მულანი, რობერტ არამაიო, ისმაელ კრუს კორდოვა, ჯოზეფ მოული, სოფია ნომვეტე და სხვები ასრულებენ.
არსებული ინფორმაციით, შოუს ბიუჯეტი მილიარდ დოლარს აღემატება, რას მას ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ სერიალად ხდის.