როგორც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ,ანზორ ერქომაიშვილის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით 10 ოქტომბრიდან ეროვნული ფესტივალის მეორე ტური იწყება. ჟიური ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით ახალციხეში, ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, თელავსა და ქუთაისში ჩავა.
ცნობისთვის, ყველა ამ ქალაქში და ასევე თბილისში, დაგეგმილია მეორე ტურში გადასული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების, ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტები და ხალხური რეწვის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატების ნამუშევრების გამოფენები.
შეგახსენებთ,ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 5 წელიწადში ერთხელ იმართება.
მეორე ტურის განრიგი:
10 ოქტომბერი -ახალციხე, მესხეთის სახელმიფო დრამატული თეატრი;
13,14 ოქტომბერი – ბათუმი, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი
15 ოქტომბერი – ოზურგეთი, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი;
19 ოქტომბერი – თელავი, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
21,22 ოქტომბერი – თბილისი, ფოლკლორის ცენტრის დარბაზი.
24 ოქტომბერი – გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრი;
27,28 ოქტომბერი – ზუგდიდი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი.
7, 8 ნოემბერი – ქუთაისის ოპერის თეატრი“-აღნიშნულია ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.