პოლიტიკა

16 დღიანი კამპანიის „არა ქალზე ძალადობა“ ფარგლებში სპექტაკლი გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, კამპანიის ,,არა ქალზე ძალადობა“ ფარგლებში, სანდრო მრევლიშვილის მუნიციპალურმა თეატრმა თბილისის ძალადობის მსხვერპლთა დაწესებულების ბენეფიციარებს უმასპინძლა და სპექტაკლი ,,ცილინდრი’’ წარუდგინა.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, თბილისის მუნიციპალურ თეატრებში, სპექტაკლის დაწყებამდე მაყურებელს ძალადობის საკითხებზე სახელმწიფო სერვისებისა და საკონსულტაციო ცხელი ხაზის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებოდა.

სპექტაკლს თბილისის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ასევე ნახეთ

“დედა და ილია” – წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

UFC-ის ჩემპიონის, ილია თოფურიას ოჯახისა და დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას ცხოვრების შესახებ გამოცემული წიგნი – “დედა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია