პოლიტიკა

26 წლის ჯესიკა გეგენი პირველი წითურია, რომელიც კონკურსის 94-წლიანი ისტორიის განმავლობაში მის ინგლისი გახდა

  გოგო, რომელსაც სკოლაში წითური თმის გამო დასცინოდნენ, მის ინგლისი გახდა. 26 წლის ჯესიკა გეგენი პირველი წითურია, რომელიც კონკურსის 94-წლიანი ისტორიის განმავლობაში მის ინგლისი გახდა. ის მის მსოფლიოს კონკურსზე ინგლისის წარმომადგენელი იქნება. 

 ჯესიკას თქმით, სამოდელო კარიერის დაწყებამდე საკმაოდ რთული გზა გაიარა. მის ინგლისმა გაიხსენა, რომ სკოლაში სწავლის დროს კლასელები წითური თმისა და გარეგნობის გამო დასცინოდნენ.

 როგორც მოდელი აღნიშნავს, 18 წლის იყო, როცა პირველად მოდის ჩვენებაზე გამოვიდა, თავდაჯერებულობა ნელ-ნელა დაუბრუნდა და საკუთარი თავის შეყვარებაც შეძლო.

ასევე ნახეთ

“დედა და ილია” – წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

UFC-ის ჩემპიონის, ილია თოფურიას ოჯახისა და დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას ცხოვრების შესახებ გამოცემული წიგნი – “დედა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...