ამერიკის საელჩო საქართველოში ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჯაზის ოსტატი სტენლი კლარკი ჩონგურით ხელშია, მასთან ერთად არიან პიანისტი, ბექა გოჩიაშვილი და ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი.
“მუსიკოსები ქვეყნის კულტურის ნამდვილი ელჩები არიან. მუსიკის სიყვარული ქართველებს აერთიანებს და აშშ-საქართველოს ხალხებს ერთმანეთთან აკავშირებს.
გასულ კვირას თბილისის ჯაზფესტივალზე, რომელსაც სიამაყით დავუჭირეთ მხარი, აუდიტორია აღაფრთოვანეს ლეგენდარულმა „ჯაზის ოსტატმა,” სტენლი კლარკმა და ვირტუოზმა პიანისტმა, ბექა გოჩიაშვილმა. ჩვენ ორ ქვეყანას შორის ახლო კავშირების ხელშეწყობისთვის მადლიერების ნიშნად ელჩმა დეგნანმა მუსიკოსებსა და „ისთერნ ფრომოუშენის” გუნდს უმასპინძლა. სტენლი კლარკმა ელჩისთვის ნაჩუქარ ჩონგურზე დაკვრაც სცადა და საქართველოს მუსიკალურ ტრადიციებს გაეცნო,” – წერია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში
”Musicians are the true ambassadors of a country’s culture. A love of music unites the people of Georgia and is a bridge between the people of Georgia and the United States. The famed “Jazz Master” Stanley Clarke along with virtuoso pianist Beka Gochiashvili thrilled audiences last week at the Tbilisi Jazz festival which the Embassy was proud to support. Ambassador Degnan hosted the musicians and the team from Eastern Promotion to thank them for their work fostering closer ties between our countries. The bassist Stanley Clarke tried his hand playing the Ambassador’s chonguri and learned about Georgian musical traditions.”