მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ “National Geographic”-ის ამ ფოტოსესიისთვის 3 დღე არ იბანავა, რადგან გაფრთხილებული იყო ფუტკრების მგრძნობიერობაზე სუნების მიმართ. ფოტოსესიის დროს მსახიობის გარშემო 60,000 ფუტკარი დაფრინავდა. სესია ჩატარდა ფუტკრის მსოფლიო დღის საპატივცემულოდ, ანჯელინა ჯოლი ფუტკრებთან 18 წუთის განმავლობაში პოზირებდა. ფოტოსესია ჩატარდა ამ პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არსებების პატივსაცემად, რომლებიც ფუნდამენტურ როლს თამაშობენ ჩვენს სამყაროში. ფოტოგრაფი: დენ ვინთერსი, რომელიც ასევე მეფუტკრეობით არის დაკავებული.
ასევე ნახეთ
დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო
ქართველმა მსახიობმა, დათა ჩაჩუამ „აზიური ოსკარის“ ჯილდო მიიღო, ნომინაციაში საუკეთესო ახალი შემსრულებელი ფილმისთვის Panopticon. 14 …