Breaking News

ასტრიდ ლინდგრენი

14 ნოემბერი  მსოფლიოში ყველა ბავშვისა და მოზრდილის საყვარელი ავტორის, ანა ემილია ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა, ის 117 წლის გახდებოდა.

“პეპი გრძელწინდა”, “კარლსონი”, “ყაჩაღის ასული რონია”, “მიო, ჩემო მიო”, “ემილი ლიონებერგიდან”, “ძმები ლომგულები”, “გამომძიებელი კალე ბლუმკვისტი”, “მადიკენი”, “მაწანწალა რასმუსი” – ეს იმ ნაწარმოებების არასრული ჩამონათვალია, რომელთა ავტორი 1907 წლის 14 ნოემბერს, სამხრეთ შვედეთში, პატარა ქალაქ ვიმერბიუში დაიბადა.

შვედი მწერალი მსოფლიომ საბავშვო ლიტერატურის დედად აღიარა და ეს წოდება მას დღემდე არ დაუკარგავს.

“ჩემში ცხოვრობს ბავშვი, რომელსაც გაზრდა არ უნდა” – ხშირად ამბობდა მწერალი და ამაში ქალიშვილი კარენიც ეთანხმებოდა: “ასტრიდი ისეთი დედა კი არ იყო, რომელიც შვილს პარკში წაიყვანდა სასეირნოდ, თვითონ ხის სკამზე ჩამოჯდებოდა და შეხედავდა, როგორ თამაშობს. არა, ის შვილთან ერთად ჩაწვებოდა ქვიშაში, ამოიგანგლებოდა და მასავით ერთობოდა.

უკანასკნელი ნაწარმოები, მოკლე პროზაული დეტექტივი, 80 წლის ასაკში, 1987 წელს გამოსცა.სიკვდილთან დაკავშირებით ის ფიქრობდა: “ცხოვრება ისე უნდა გაატარო, რომ სიკვდილს დაუმეგობრდე და მერე ის თვითონაც შეგიწყალებს”. მას ეკუთვნის ცნობილი გამოთქმაც: “მაპატიეთ, ჯერ ვერ მოვკვდები, სახლი მაქვს დასალაგებელი”.

ასტრიდ ლინდგრენი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა და მისი ხანგრძლივი სიცოცხლის მთავარი საიდუმლო ალბათ სწორედ სიცოცხლის ბოლომდე ბავშვად დარჩენა და სიცოცხლის უზომო სიყვარული გახდა.

 

Check Also

ბალერონი გიორგი ფოცხიშვილის ტრიუმფი ამსტერდამში

ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის ქართველმა ვარსვლავმა გიორგი ფოცხიშვილმა, თავისი პარტია დადგმა “დონ კიხოტში” პირველად შეასრულა.  

ჩანთების ონლაინ მაღაზია