პოლიტიკა

Balenciaga კანიე ვესტთან თანამშრომლობას წყვეტს

 კანიე ვესტის ანტისემიტური და შეურაცხმყოფელი განცხადებების შემდეგ, რომლებიც ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში ვრცელდება, Balenciaga-მ რეპერთან პარტნიორობის დასრულება გადაწყვიტა.  “Balenciaga-ს აღარ აქვს არანაირი ურთიერთობა ამ ხელოვანთან და არც სამომავლოდ გეგმავს ერთობლივ პროექტებს”, — ვკითხულობთ Balenciaga-ს მფლობელი კომპანიის, Kering-ის განცხადებაში.

 ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ვესტმა ერთ-ერთ პოდკასტერთან სტუმრობისას განაცხადა, რომ 46 წლის წლის ჯორჯ ფლოიდი არა პოლიციის ოფიცრის მხრიდან ძალის გადამეტებამ, არამედ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებამ იმსხვერპლა. ამავე ინტერვიუში ცნობილმა რეპერმა ანტისემიტური განცხადებებიც გააკეთა. მსგავსი კომენტარების გაკეთებისთვის რეპერი რამდენიმე სოციალურ ქსელშიც დაბლოკეს.

ასევე ნახეთ

“დედა და ილია” – წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

UFC-ის ჩემპიონის, ილია თოფურიას ოჯახისა და დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას ცხოვრების შესახებ გამოცემული წიგნი – “დედა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...