პოლიტიკა

Balenciaga-ს ახალი კამპანიის გამო, 2022 წლის BoF VOICES-ზე დემნას Global VOICES-ის ჯილდო აღარ გადაეცემა

Balenciaga-ს სადღესასწაულო კამპანიამ, რომლის გამოც ბრენდი ბავშვების სექსუალიზებაში დაადანაშაულეს, საზოგადოებისგან დიდი კრიტიკა დაიმსახურა. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ დემნას Global VOICES-ის ჯილდო აღარ გადაეცემა.

2022 წლის BoF VOICES-ზე დემნასთვის მოდისა და საზოგადოებაზე მოხდენილი გავლენის გამო ჯილდო უნდა გადაეცათ, თუმცა ცოტა ხნის წინ გამოცემამ ახალი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ დემნა ჯილდოს ვეღარ მიიღებს.

როგორც BoF-ის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ,  Balenciaga-ს ახალ კამპანიაში ბავშვების გამოჩენა მათ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. მიუხედავად იმისა, რომ დემნას ჯილდო აღარ გადაეცემა, BoF-მა დაჯილდოებაზე Balenciaga-ს წარმომადგენლები მაინც მიიწვია, რათა ახალი კამპანიის ფოტოების შესახებ ახსნა-განმარტება გაეკეთებინათ, თუმცა წარმომადგენლებმა მიწვევაზე უარი განაცხადეს.

შეგახსენებთ, რომ Balenciaga-ს უახლესმა სადღესასწაულო კამპანიამ საზოგადოებისგან დიდი კრიტიკა დაიმსახურა, ვინაიდან ბრენდის საჩუქრების მაღაზიის კამპანიაში ბავშვები სათამაშო დათვის ჩანთებთან ერთად მონაწილეობდნენ, ხოლო დათვებს ბადიანი მაისურები და ტყავის აღჭურვილობა ეცვათ, რაც ბევრისთვის სექსუალურ ფანტაზიებთან ასოცირდება.

ცნობისთვის, Balenciaga-მ აღნიშნული კამპანიის გამო ბოდიში რამდენჯერმე მოიხადა.

ასევე ნახეთ

„ბლექ სი არენაზე“ OneRepublic-ის, Scorpions-ის და Jungle-ის კონცერტები ჩატარდება

საქართველოში OneRepublic-ის, Scorpions-ისა და Jungle-ის კონცერტები გაიმართება. „ბლექ სი არენაზე“ მათი კონცერტები შემდეგი განრიგით შედგება: …

ჩანთების ონლაინ მაღაზია