პოლიტიკა

ბალენსიაგამ 2022 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციისთვის შავი ქურთუკი წარადგინა, რომელიც სოკოსგან მიღებული ტყავის შემცვლელითაა დამზადებული

  ბალენსიაგამ 2022 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციისთვის შავი ქურთუკი წარადგინა, რომელიც სოკოსგან მიღებული ტყავის შემცვლელითაა დამზადებული.  როგორც ცნობილია, ქურთუკის ღირებულება 9 ათას ევროს შეადგენს.

 ცნობილია, რომ  პროდუქტის შესაქმნელად ბალენსიაგამ იტალიური ბიოტექნოლოგიური ფირმის, SQIM-ის, წარმოებული მასალა Ephea გა მოიყენა, რომელიც სოკოს ძირეული სტრუქტურისგან, მიცელიუმისგან, მზადდება. 

  ქურთუკის დიზაინერი ბალენსიაგას შემოქმედებითი ხელმძღვანელი და მოდის ქართველი დიზაინერი, დემნაა. სამოსი უკვე გამოჩნდა გასაყიდად ბალენსიაგას მაღაზიებში  მთელი მსოფლიოს მასშტაბით. როგორც ბრენდში აცხადებენ, Ephea-ის სამომავლოდ გამოყენებაზეც ფიქრობენ.

 აღსანიშნავი ფაქტია ის, რომ ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, როგორ შეიძლება ბრენდების საქმიანობა უფრო ეკომეგობრული გახდეს, მაღალი მოდისა და სამოსის ინდუსტრიაში კი ცოცხალი და მგრძნობიარე არსებებისგან დამზადებული მასალები შეიცვალოს. 

ასევე ნახეთ

ოსკარის დაჯილდოების რიგით 97-ე ცერემონია გაიმართა

ლოს-ან­ჯე­ლეს­ში “ოს­კა­რით“ და­ჯილ­დო­ე­ბის რიგით 97-ე ცე­რე­მო­ნია. პრეს­ტი­ჟუ­ლი კი­ნოპ­რე­მია ოცზე მეტ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­ი­ცა. კი­ნო­ა­კა­დე­მი­ამ 2024 წლის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია