“დინამო ბათუმმა” უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა გამართა. საქართველოს ჩემპიონი გუნდის მეტოქე ბრატისლავის „სლოვანი“ იყო.
მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, ვლადიმერ ვაისის გუნდს დამატებით ტაიმში, 103-ე წუთზე გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაუტანა. მატჩის ბედი კი დამატებითი ტაიმის ბოლო წუთებზე გადაწყდა, როცა სლოვანმა მეორე, გამარჯვების გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ ამ გუნდებს შორის სლოვაკეთში გამართული თამაში 0-0 დასრულდა. ბათუმელებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად გამარჯვება სჭირდებოდათ.