პოლიტიკა

„ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი“ დასრულდა

„ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი“ დასრულდა. ფესტივალი ქართულმა ხმებმა და იტალიელმა მუსიკოსებმა დახურეს. 9 დღის განმავლობაში, კონცერტების პარალელურად, ცნობილმა შეფმზარეულებმა მასტერკლასები ჩაატარეს, იყო წიგნების პრეზენტაციები და ფილმების ჩვენება.

ფესტივალის პირველი დღე იყო საქველმოქმედო, შემოსული თანხმა ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინელ ბავშვებს მოხმარდება.

„ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი“ მე-9-ედ ტარდება. მისი დამფუძნებელი ელისო ბოლქვაძეა. ეს ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელმაც უკვე მეხუთედ მოიპოვა იუნესკოს მაღალი პატრონაჟი.

ასევე ნახეთ

ოსკარის დაჯილდოების რიგით 97-ე ცერემონია გაიმართა

ლოს-ან­ჯე­ლეს­ში “ოს­კა­რით“ და­ჯილ­დო­ე­ბის რიგით 97-ე ცე­რე­მო­ნია. პრეს­ტი­ჟუ­ლი კი­ნოპ­რე­მია ოცზე მეტ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­ი­ცა. კი­ნო­ა­კა­დე­მი­ამ 2024 წლის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია