პოლიტიკა

ბათუმმა ტურიზმის „ოსკარი“ მოიპოვა

World Travel Awards- ის დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმმა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდო მოიპოვა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

კუნძულ მალიორკაზე, ბათუმი ოფიციალურად დასახელდა, როგორც 2023 წლის World Travel Awards-ის დაჯილდოების ღონისძიების მასპინძელი ქალაქი.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ტურიზმის ოსკარის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

World Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ, მთავრობის დელეგაციის წევრებმა მიიღეს.

ასევე ნახეთ

ოსკარის დაჯილდოების რიგით 97-ე ცერემონია გაიმართა

ლოს-ან­ჯე­ლეს­ში “ოს­კა­რით“ და­ჯილ­დო­ე­ბის რიგით 97-ე ცე­რე­მო­ნია. პრეს­ტი­ჟუ­ლი კი­ნოპ­რე­მია ოცზე მეტ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­ი­ცა. კი­ნო­ა­კა­დე­მი­ამ 2024 წლის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია