პოლიტიკა

ბათუმში ცეკვის საერთაშორისო ჩემპიონატი გაიმართება

Red Bull Dance Your Style-ს, ქუჩის ცეკვების საერთაშორისო ჩემპიონატის საქართველოს ფინალს წელს ბათუმი უმასპინძლებს. ღონისძიების მხარდამჭერია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, რომელთა ცნობითაც, 20 აგვისტოს, 18:00 საათზე, ბულვარში, კოლონადებთან, საქართველოს 16 საუკეთესო მოცეკვავე ერთმანეთს 1-1-ზე ბეთლში დაუპირისპირდება. მათგან მხოლოდ ერთი დაჯილდოვდება Red Bull Dance Your Style-ს მსოფლიო ფინალში მონაწილეობის შესაძლებლობით.

Red Bull Dance Your Style-ს ბეთლის ფორმატი აქვს. ჟიური კი მაყურებელია, რომელიც მოულოდნელად გაჟღერებულ ცნობილ მუსიკაზე მოცეკვავის რითმს, მოძრაობებს, კრეატივსა და ქარიზმას წითელი ან ლურჯი ბარათების აწევით აფასებს და საკუთარ ხმას ასე აფიქსირებს. საქართველოს ფინალში 16 მოცეკვავე მონაწილეობს. 12 მოცეკვავე 13 აგვისტოს, თბილისში გამართულ Red Bull Dance Your Style-ს საქართველოს შესარჩევზე, ჟიურიმ შეარჩია. ჟიურის წევრები იყვნენ ჰიპ-ჰოპის ცნობილი მოცეკავე და რედ ბულის არტისტი მაჯიდ კესაბი და Red Bull Dance Your Style-ს 2021 წლის საქართველოს გამარჯვებული ნინი გოგიჩაიშვილი. 4 მონაწილეს კი “Wild Card” ერგო და შესაბამისად, შეჯიბრებაში, შესარჩევი ეტაპის გარეშე, პირდაპირ ფინალში ჩაერთვებიან.

Red Bull Dance Your Style 2022 წელს 33 ქვეყანას აერთიანებს. ქვეყნის საუკეთესო მოცეკვავეები ერთმანეთს მსოფლიო გამარჯვებულის სტატუსისთვის 10 დეკემბერს, იოჰანესბურგში, სამხრეთ აფრიკაში დაუპირისპირდებიან. ქუჩის ცეკვების საერთაშორისო ჩემპიონატში საქართველო მეორედ მონაწილეობს. გასულ წელს კოვიდ პანდემიის გამო, Red Bull Dance Your Style-ს მსოფლიო ფინალი გაუქმდა. სწორედ ამიტომ, 2021 და 2022 წლების საქართველოს გამარჯვებულები ერთად გაემგზავრებიან შეჯიბრების მსოფლიო ფინალზე.

ქუჩის ცეკვის ყველაზე გავრცელებული სტილებია: ლოქინგი (locking), ჰიპ-ჰოპი (ე.წ. ჰიპ-ჰოპ ფრისტაილი ან ახალი სტილი), პოპინგი (popping), ჰაუსი (ე.წ. house dance), ვაკინგი (waacking) და ბრეიქინგი (ე.წ. B-Boying or breakdancing). Red Bull Dance Your Style-ში მონაწილეობა და დასწრება უფასოა.

ასევე ნახეთ

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი აირინ კარა გარდაიცვალა

 ამერიკელი მომღერალი და მსახიობი აირინ კარა 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. …