პოლიტიკა

ბრიტანელი მწერლის დაიანა უინ ჯონსის კლასიკად ქცეული რომანი „ჰოულის მოსიარულე კოშკი” ქართულ ენაზე ითარგმნება

 ცნობილი ბრიტანელი მწერლის დაიანა უინ ჯონსის უკვე კლასიკად ქცეული ფენტეზი რომანი „ჰოულის მოსიარულე კოშკი“ქართულ ენაზე ითარგმნება. როგორც ცნობილია, წიგნს გამომცემლობა მედუზა გამოსცემს, მთარგმნელი კი ქეთევან ყანჩაშვილი გახლავთ. რომანი, სავარაუდოდ, მომავალი წლის თბილისის წიგნის ფესტივალამდე გამოიცემა.

შეგახსენებთ, „ჰოულის მოსიარულე კოშკი” მსოფლიოში ფენტეზის ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია, რომელიც პირველად 1986 წელს გამოიცა. უინ ჯონსის რომანი კიდევ უფრო პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც ლეგენდარულმა იაპონელმა რეჟისორმა, ჰაიაო მიაძაკიმ ნაწარმოების მიხედვით ამავე სახელწოდების ანიმაცია გადაიღო. 

რაც შეეხება მედუზას, ის ახალი ქართული გამომცემლობა გახლავთ, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ დაფუძნდა. მისი მიზანი ქართველი მკითხველის ფენტეზი და საი-ფაი ნაწარმოებებით განებივრებაა — როგორც ადგილობრივი ავტორების ტექსტებით, ასევე თარგმანებით.

ასევე ნახეთ

თბილისის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 1-ელ დეკემბერს იწყება

კინოფესტივალი  გაიხსნება, კინოთეატრ „ამირანში“, ტატო კოტეტიშვილის ფილმით “წმინდა ელექტროენერგია”. 2024 წლის ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია