პოლიტიკა

ჩეხი მწერალი მილან კუნდერა 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჩეხი მწერალი მილან კუნდერა 94 წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალა. ინფორმაცია ჩეხეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.

მილან კუნდერა 1975 წლის შემდეგ საფრანგეთში ცხოვრობდა და ნაწარმოებებს ფრანგულ ენაზე წერდა.

სამშობლოს სანამ დატოვებდა, ის 1968 წელს აქტიური მონაწილე იყო პრაღის გაზაფხულის საპროტესტო აქციების, რის გამოც მისი წიგნები ჩეხოსლოვაკიის ბიბლიოთეკებიდან ამოიღეს. 1970 წელს აიკრძალა კუნდერას ნაწარმოებების დაბეჭდვა.

ჩეხოსლოვაკიის კომუნისტურმა მთავრობამ კუნდერას და მის ცოლს, ვერას, 1979 წელს ჩამოართვა მოქალაქეობა, რომელიც ჩეხეთის მთავრობამ 40 წლის შემდეგ, 2019 წელს დაუბრუნა მწერალს.

კუნდერას ყველაზე ცნობილი რომანი არის “ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე”, რომელიც 1984 წელს გამოიცა ფრანგულ ენაზე.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების ამსახველი კადრების გავრცელების თაობაზე აკრძალვა თეატრებსა და მხატვრულ ლიტერატურას არ ეხება

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების ამსახველი კადრების გავრცელების თაობაზე აკრძალვა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია