პოლიტიკა

“დეილი მეილი” საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შესახებ წერს

„დღეს ქართული რაგბისთვის კარი ღია იყო და მათ ხმამაღალი განცხადების გაკეთება შეეძლოთ. „ბორჯღალოსნებმა“ თავიანთი შანსი გამოიყენეს. ეს საეტაპო გამარჯვება იყო, რაც რაგბის მესვეურებმა უნდა ჩაინიშნონ.

საქართველო სარაგბო ქვეყანაა და უფრო მეტი მსგავსი თამაში სჭირდება, რომ განვითარდეს.

მოწოდებები, რომ საქართველო 6 ერის ტურნირს შეუერთდეს, ახლა უფრო მოიმატებს. ბევრის აზრით, ამ ტურნირზე გავარდნის სისტემა უნდა მოქმედებდეს. მსგავსი სცენარი, პირველ რიგში, იტალიაზე იმოქმედებს, რომელსაც 2015 წლის შემდეგ 6 ერზე მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული, საქართველოს ნაკრები კი მუდმივად რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული ხდება.

თამაშზე საოცარი ატმოსფერო იყო. ეს იყო ფენომენალური სარაგბო გამოცდილება და საქართველო იმსახურებს ასეთ თამაშებს“.

ასე ეხმაურება პოპულარული ბრიტანული გამოცემა “დეილი მეილი” საქართველოს ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას იტალიასთან.

ასევე ნახეთ

დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

ქართველმა მსახიობმა, დათა ჩაჩუამ „აზიური ოსკარის“ ჯილდო მიიღო, ნომინაციაში საუკეთესო ახალი შემსრულებელი ფილმისთვის Panopticon. 14 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია