პოლიტიკა

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა მერაბ აბრამიშვილის საიუბილეო გამოფენას მასპინძლობს

 25 ნოემბერს, 16:00 სთ-ზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ ცნობილი მხატვრის მერაბ აბრამიშვილის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას მხატვრის ოჯახის, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და კერძო კოლექციებიდან.

როგორც ცნობილია, მერაბ აბრამიშვილის პერსონალური მხატვრული ფორმა მისი შემოქმედებითი მოღვაწეობის დასაწყისშივე გამოიკვეთა: ინტერესი შუა საუკუნეების ფრესკისა და აღმოსავლური მინიატიურისადმი, მონუმენტური ფორმისა და რაფინირებული დეკორატიულობისადმი.
მხატვარმა შუა საუკუნეებში დამკვიდრებულ ლევკასის ტექნიკას მიმართა და დაზგურ მხატვრობაში ფრესკისათვის დამახასიათებელ ხატოვნებას მიაღწია.
 
ცნობისთვის, მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრები პირველად 2013 წელს გამოჩნდა სოთბის აუქციონზე და მას შემდეგ ის სისტემატურად ფიგურირებს სხვადასხვა საერთაშორისო აუქციონზე.
 გამოფენა გაგრძელდება 2023 წლის 25 იანვრამდე.

ასევე ნახეთ

ოსკარის დაჯილდოების რიგით 97-ე ცერემონია გაიმართა

ლოს-ან­ჯე­ლეს­ში “ოს­კა­რით“ და­ჯილ­დო­ე­ბის რიგით 97-ე ცე­რე­მო­ნია. პრეს­ტი­ჟუ­ლი კი­ნოპ­რე­მია ოცზე მეტ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­ი­ცა. კი­ნო­ა­კა­დე­მი­ამ 2024 წლის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია