პოლიტიკა

დიუნი 2-ის პირველი ტრეილერი და მოლოდინი ფილმის პრემიერამდე

ფრენკ ჰერბერტის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის საკულტო წიგნის, დიუნის, მეორე ნაწილის ეკრანიზაციას მაყურებელი დიდი ინტერესით ელოდება.  2021 წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო კინოსამყაროში მისი პირველი ნაწილი და უკვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ფილმის მე-2 ნაწილი არანაკლებ შთამბეჭდავი სანახაობა უნდა იყოს. ამას კი, დიუნი 2-ის პირველი ტრეილერი მოწმობს:

დენი ვილნევის ფილმში მთავარ როლებში კვლავ ზენდეია და ტიმოთი შალამე არიან, თუმცა ცნობილია ახალი მსახიობების ვინაობა, რომლებსაც დიუნის მე-2 ნაწილში ვიხილავთ.  დიუნის სამსახიობო გუნდს შეუერთდა ლეგენდარული მსახიობი კრისტოფერ უოლკენი. ის იმპერატორის როლს მოირგებს და ამ ამბის მთავარი ანტიგმირი იქნება. ასევე ვიხილავთ ფლორენს პიუს, პრინცესა ირულანს როლში, ოსტინ ბატლერსა და ლეა სეიდუს.

დიუნის მე-2 ნაწილის მსოფლიო პრემიერა 3 ნოემბერს არის დაგეგმილი.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების ამსახველი კადრების გავრცელების თაობაზე აკრძალვა თეატრებსა და მხატვრულ ლიტერატურას არ ეხება

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების ამსახველი კადრების გავრცელების თაობაზე აკრძალვა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია