პოლიტიკა

House of the Dragon-მა ნახვების რაოდენობით HBO-ს რეკორდი მოხსნა

House of the Dragon-ის პირველი სერიის პრემიერა უკვე შედგა, რომელსაც გამოსვლისთანავე HBO-ზე 9,99 მილიონმა ადამიანმა უყურა. HBO-ს განცხადებით, House of the Dragon-ის პრემიერამ ნახვების რაოდენობით რეკორდი დაამყარა, რაც ტელევიზიასა და HBO-ს სხვა პლატფორმებსაც მოიცავს, რომლებზეც სერიალის ნახვა შესაძლებელია.

რა თქმა უნდა, House of the Dragon-ის ასეთი პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ სერიალს სამეფო კარის თამაშების ერთგული მაყურებლები დიდი ინტერესით ელოდნენ. House of the Dragon-ში მიმდინარე მოვლენები სამეფო კარის თამაშებში ასახულ ისტორიამდე 200 წლით ადრე მოხდა. ამ დამაინტრიგებელ სატელევიზიო შოუს კვლავ ჯ.რ.რ. მარტინის წიგნების სერიის Fire And Blood-ის (ცეცხლი და სისხლი) მიხედვით იღებდნენ.

თავად სამეფო კარის თამაშები, რომლის პრემიერაც 2011 წელს შედგა, გამოსვლიდან მალევე 4,2 მილიონმა ადამიანმა ნახა. House of the Dragon-თან შედარებით ეს რაოდენობა საკმაოდ დაბალი ჩანს, თუმცა სამეფო კარის თამაშებს სხვა რეკორდები აქვს დამყარებული. კერძოდ, სერიალის ფინალური სეზონი 17,9 მილიონმა ადამიანმა ნახა, რაც HBO-ს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

“სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ სამეფო კარის თამაშების მილიონობით მაყურებელი გუშინ ჩვენთან ერთად ისევ ვესტეროსში დაბრუნდა. House of the Dragon-ში უამრავ ნიჭიერ მსახიობს იხილავთ, რომლებმაც გადაღებების პროცესში თავდაუზოგავად იმუშავეს. ჩვენ კი მაყურებლების დადებითი გამოხმაურებით აღფრთოვანებულები ვართ”, — განაცხადა HBO-ს წარმომადგენელმა.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების ამსახველი კადრების გავრცელების თაობაზე აკრძალვა თეატრებსა და მხატვრულ ლიტერატურას არ ეხება

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების ამსახველი კადრების გავრცელების თაობაზე აკრძალვა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია