პოლიტიკა

ელენე ნავერიანის ფილმი შაშვი შაშვი მაყვალი კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთი დამოუკიდებელი პროგრამის, Quinzaine des Cinéastes-ის მონაწილე გახდა

ელენე ნავერიანის ფილმი შაშვი შაშვი მაყვალი კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთი დამოუკიდებელი პროგრამის, Quinzaine des Cinéastes-ის მონაწილე გახდა.

ფილმი გადაღებულია თამთა მელაშვილის იგივე სახელის მქონე ბესტსელერის მიხედვით. შაშვი შაშვი მაყვალი ნავერიანის რიგით მესამე ნამუშევარია.

ფილმის მოკლე აღწერაში ვკითხულობთ: “პატარა ტრადიციულ ქართულ სოფელში მცხოვრები და საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიის მესაკუთრე ეთერო 48 წლის დაუქორწინებელი ქალია. მას ერთნაირად უყვარს საკუთარი თავისუფლება და ნამცხვრები. ის ჭორების გარეშე მშვიდი და კომფორტული სიბერისთვის ემზადება, თუმცა დისტრიბუტორ კაცთან ცეცხლოვანმა სასიყვარულო ურთიერთობამ შესაძლოა მისი გეგმები გაანადგუროს”.

ასევე ნახეთ

“დედა და ილია” – წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

UFC-ის ჩემპიონის, ილია თოფურიას ოჯახისა და დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას ცხოვრების შესახებ გამოცემული წიგნი – “დედა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...