პოლიტიკა

ეროვნული არქივის პირველი კინოფესტივალი 5-8 ოქტომბერს უძველეს საარქივო ფილმებს უმასპინძლებს

ქართული და უცხოური საარქივო ფილმების უძველეს ნიმუშებს ქართველი მაყურებელი თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე ნახავს. საქართველოსა და მსოფლიოს 12 ქვეყნის 80-მდე დოკუმენტური, მხატვრული, ანიმაციური ფილმი და კინოქრონიკა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოდარბაზში 5-8 ოქტომბერს იქნება ნაჩვენები.

კინოფესტივალისთვის შერჩეული ფილმები 1895–1960-იან წლებში ძმები ლუმიერების, ძმები სკლადანოვსკების, იან კრიჟენეცკის, ვასილ ამაშუკელის, ჟორჟ მელიესის, აურელიო პაზ დორ რეისის, ჟორჯა პალუს, ოქტავიან მილეტიჩის, ვიმ ვენდერსისა და სხვების მიერ არის გადაღებული.

საქართველოს ეროვნული არქივი თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს პირველად ატარებს და კინოფესტივალის წლევანდელი თემა ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ძველი კინოდოკუმენტებია, ამიტომ მასში მონაწილე ქვეყნების – გერმანიის, იტალიის, აშშ-ის, ესპანეთის, მალტის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, პორტუგალიის, ჩეხეთის, ხორვატიის, მოლდოვასა და საფრანგეთის – კინოარქივები, კინოთეკები და კინომუზეუმები მათ ფონდებში დაცული უძველესი ფილმების პროგრამებს წარადგენენ.

კინოფესტივალის პროგრამა განთავსებულია ბმულზე.

საქართველოს ეროვნული არქივი კინოფესტივალს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით ატარებს.

ასევე ნახეთ

„ბლექ სი არენაზე“ OneRepublic-ის, Scorpions-ის და Jungle-ის კონცერტები ჩატარდება

საქართველოში OneRepublic-ის, Scorpions-ისა და Jungle-ის კონცერტები გაიმართება. „ბლექ სი არენაზე“ მათი კონცერტები შემდეგი განრიგით შედგება: …

ჩანთების ონლაინ მაღაზია