ცნობილი სერიალის Euphoria-ის ვარსკვლავი, ჰანტერ შაფერი, შიმშილის თამაშების ახალ ფილმში მიიღებს მონაწილეობას.
ფილმში, სახელწოდებით ბალადა მგალობელ ჩიტებსა და გველებზე, ჰანტერი ახალგაზრდა ტიგრის სნოუს განასახიერებს — მომავალი პრეზიდენტის, კორიოლანუს სნოუს, ბიძაშვილსა და მესაიდუმლეს.
ფილმი ეკრანებზე 2023 წლის 17 ნოემბერს გამოვა. ის შიმშილის თამაშების ტრილოგიის წინაისტორიას ეფუძნება, რომელიც ამერიკელმა მწერალმა, სიუზენ კოლინზმა, 2020 წელს გამოსცა.
ფოტო: Lionsgate / Getty Images