პოლიტიკა

ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2022 დასრულდა

  ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2022 დასრულდა. გამოვლინდა ლაურეატები ხალხური მუსიკისა და გალობის, ქორეოგრაფიის, ზეპირსიტყვიერებისა და სახვითი ხელოვნების მიმართულებით. მომავალი კვირიდან ლაურეატების დაჯილდოება დაიწყება და დასკვნითი კონცერტები გაიმართება. პირველი საღამო თუმანიშვილის თეატრში 6 დეკემბერს 19 საათზეა დაგეგმილი. ანზორ ერქომაიშვილის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელი ეთერ თათარაიძე საზოგადოებას ეროვნული ფესტივალის ზეპირსიტყვიერების ლაურეატებს გააცნობს. კონცერტში ასევე მონაწილეობენ: ანსამბლი ,,პანკისი”,ანსამბლი ,,ჩხოროწყუ”, ანსამბლი „ოდილა“,ფოლკლორული ანსამბლი „ერობა“,ხალხური სიმღერის ანსამბლი ,,მუსიკელი”,ფოლკლორული ანსამბლი ,,კოლხა”და ფოლკლორული ანსამბლი „დიდგორი“, რომლის წევრი, სვანური სიმღერის განსაკუთრებული შემსრულებელი 94 წლის ჯოტო არღვლიანი ფესტივალის უხუცესი მონაწილეა.

 ქორეოგრაფიის მიმართულების ლაურეატი ანსამბლების კონცერტი 7 დეკემბერს 19 საათზე გაიმართება, ხოლო 13 და 14 დეკემბერს რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ და მცირე სცენებზე ხალხური მუსიკისა და გალობის მიმართულების ლაურეატი ანსამბლების საღამოებია დაგეგმილი. ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2022 მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა. პროექტის ორგანიზატორია ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი. ყველა დასკვნითი კონცერტი ეძღვნება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წლისთავს.

პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.

ასევე ნახეთ

რიგით 96-ე ოსკარებით დაჯილდოება და წლის ტრიუმფატორები

ლოს ან­ჯე­ლეს­ში ოს­კა­რით რი­გით 96-ე და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია ჩატარდა, სა­დაც ტრი­უმ­ფა­ტო­რი რე­ჟი­სორ კრის­ტო­ფერ ნო­ლა­ნის “ოპე­ნ­ჰა­ი­მე­რი გახ­და. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია