პოლიტიკა

HBO-ს ახალ სერიალში – The Idol მთავარ როლებს ლილი როუზ დეპი და The Weeknd შეასრულებენ

 გახმაურებული სერიალის, Euphoria-ს, შემქმნელი სემ ლევინსონი და კანადელი მომღერალი The Weeknd ახალ სერიალზე The Idol მუშაობენ. როგორც ცნობილია, მთავარ როლებში თავად The Weeknd-სა და ჯონი დეპისა და ვანესა პარადის შვილს, მსახიობ ლილი როუზ დეპს, ვიხილავთ.

 როგორც ცნობილია, პროექტზე მუშაობა აპრილში დროებით შეჩერდა The Weeknd-ისა და რეჟისორის, ემი სიმეცის, განსხვავებული ხედვების გამო, თუმცა ახლა სამუშაო პროცესი ისევ გრძელდება.

HBO-ს ახალ სერიალ The Idol-ში The Weeknd კულტის ლიდერის როლს შეასრულებს, ხოლო ლილი როუზ დეპი — პოპვარსკვლავის. 

 HBO-მ უკვე დაადასტურა, რომ სერიალზე მომუშავე მსახიობების გუნდს Blackpink-ის წევრი ჯენი კიმიც შეუერთდება, თუმცა რა სახის როლი ექნება მას, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებიათ.

 სერიალის გამოშვება 2022 წელს იგეგმებოდა, თუმცა მცირე შეფერხებებისა და გარკვეული სცენების ახლიდან გადაღების გამო, სერიალის გამოშვება  2023 წელს იგეგმება.

ასევე ნახეთ

“დედა და ილია” – წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

UFC-ის ჩემპიონის, ილია თოფურიას ოჯახისა და დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას ცხოვრების შესახებ გამოცემული წიგნი – “დედა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...