პოლიტიკა

იაპონიაში გაიმართა ცნობილი იაპონური თეატრალური დასის, “ტაკარაძუკას” წარმოდგენა, რომელიც რუსუდან მეფის მმართველობის პერიოდს მიეძღვნა

  იაპონიაში გაიმართა ცნობილი იაპონური თეატრალური დასის, “ტაკარაძუკას” წარმოდგენა, რომელიც საქართველოს ისტორიას, კერძოდ კი რუსუდან მეფის მმართველობის პერიოდს ასახავს. 
 როგორც ცნობილია, სპექტაკლში, ჩვენი ქვეყნის ისტორიის გარდა, შესანიშნავად არის წარმოდგენილი ქართული კულტურის ისეთი ელემენტები, როგორიცაა ეროვნული სამოსი, ქართული სიმღერა თუ ცეკვა.
 
 სპექტაკლი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და ბილეთების უმეტესობა თითქმის ყველა წარმოდგენაზე უკვე გაყიდულია. იგეგმება 100-მდე წარმოდგენის გამართვა ქალაქ ტაკარაძუკასა და ქვეყნის დედაქალაქ ტოკიოში. მაყურებელთა ჯამური რაოდენობა კი სავარაუდოდ 250 ათასს გადააჭარბებს.
 
 სცენარი ეფუძნება იაპონელი მწერლის, ნამიკი იოს მიერ მეცამეტე საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს შესახებ დაწერილ რომანს. აქვე ხაზგასასმელია, რომ საელჩო აქტიურად უჭერდა მხარს აღნიშული პროექტის განხორციელებას. რომანს კი თან ერთვის ავტორის გასაუბრება ელჩ ლეჟავასთან და საელჩოს თანამშრომელთან, დავით გოგინაშვილთან, რომელიც მკითხველს საქართველოს ისტორიისა და კულტურის სხვადსხვა დეტალის შესახენ ინფორმაციას აცნობს.

ასევე ნახეთ

დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

ქართველმა მსახიობმა, დათა ჩაჩუამ „აზიური ოსკარის“ ჯილდო მიიღო, ნომინაციაში საუკეთესო ახალი შემსრულებელი ფილმისთვის Panopticon. 14 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია