პოლიტიკა

ირუ თავის სიმღერას აღწერს, რომ „სიყვარულისთვის ბრძოლაზეა“, მაგრამ ტექსტი ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტის მიერ დაწერილს ჰგავს — წერს BBC ევროვიზიაზე წელს წარდგენილ საქართველოს საკონკურსო სიმღერაზე

“ირუ თავის სიმღერას აღწერს, რომ „სიყვარულისთვის ბრძოლაზეა“, მაგრამ ტექსტი ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტის მიერ დაწერილს ჰგავს” – წერს BBC კრიტიკოსი მარკ სევიჯი ირუ ხეჩანოვის სიმღერაზე სტატიაში, სადაც  წლევანდელი ევროვიზიის მონაწილეთა მუსიკალური ნომრები მიმოიხილა.

“კომპზიცია გადავსებულია სამხედრო დასარტყამი ინსტრუმენტებით, EDM ბიტებითა და ჯეიმს ბონდისეული სიმებიანი მუსიკით. მიუხედავად ამ ყველაფრისა ცარიელია, როგორც ქინდერის კვერცხი”. – ამბობს სევიჯი.

2023 წლის ევროვიზიაზე ირუ ხეჩანოვი სიმღერას Echo. ტექსტის ავტორები თავად ირუ ხეჩანოვი და ბენი ქადაგიძე არიან.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 9-13 მაისს ლივერპულში გაიმართება. ირუ ხეჩანოვი, რომელმაც მუსიკალურ ფესტივალზე საქართველოს წარდგენის უფლება საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ VOICE-ში გამარჯვებით მოიპოვა, სცენაზე 11 მაისს წარდგება.

 

ასევე ნახეთ

ოსკარის დაჯილდოების რიგით 97-ე ცერემონია გაიმართა

ლოს-ან­ჯე­ლეს­ში “ოს­კა­რით“ და­ჯილ­დო­ე­ბის რიგით 97-ე ცე­რე­მო­ნია. პრეს­ტი­ჟუ­ლი კი­ნოპ­რე­მია ოცზე მეტ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­ი­ცა. კი­ნო­ა­კა­დე­მი­ამ 2024 წლის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია