Breaking News

ჯეინ ბირკინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

76 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანული წარმოშობის ფრანგი მსახიობი, ფრანგული კინოს ვარსკვლავი, მომღერალი, მოდელი, სამოქალაქო აქტივისტი ჯეინ ბირკინი.  ის პარიზში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

„როიტერსის“ ცნობით, ინფორმაცია ამის შესახებ გაზეთმა Le Parisien-მა და ტელეკომპანია BFM-მა ჯეინ ბირკინთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით გაავრცელეს.

76 წლის ბირკინი ყველაზე მეტად იყო ცნობილი 1969 წელ, სერჟ გინსბურგთან შესრულებული სიმღერით „Je t’aime…moi non plus“.

ბირკინის შთაგონებით შეიქმნა ცნობილი ბირკინის ჩანთა, რომელსაც „ჰერმესი“ აწარმოებს.

ჯეინ ბირკინმა 2013 წლიდან გააუქმა კონცერტები და კარიერის დასრულებაზე განაცხადა. ამის მიზეზი სავარაუდოდ ბირკინის უფროსი ქალიშვილის, ცნობილი ფოტოგრაფის, კეიტ ბერის, თვითმკვლელობა გახდა. თუმცა ცოტა ხანში ჯეინ ბირკინი ისევ დაუბრუნდა სცენას და გააგრძელა ადამიანის უფლებათა დაცვისთვის ბრძოლა ”ამნესტი ინტერნეიშნელთან” ერთად.

Check Also

დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

ქართველმა მსახიობმა, დათა ჩაჩუამ „აზიური ოსკარის“ ჯილდო მიიღო, ნომინაციაში საუკეთესო ახალი შემსრულებელი ფილმისთვის Panopticon. 14 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია