პოლიტიკა

ხავიერ ბარდემი სტივენ სპილბერგისა და მარტინ სკორსეზეს ახალ სერიალში მიიღებს მონაწილეობას

ოსკაროსანი მსახიობი ხავიერ ბარდემი მონაწილეობას ახალ სერიალში “Cape Fear”-ში მიიღებს , სერიალი Apple TV+-ზე გამოვა. აღმასრულებელი პროდიუსერები თავად ბარდემი, მარტინ სკორსეზე და სტივენ სპილბერგი არიან. პროექტი სკორსეზეს 1991 წლის ფილმზეა დაფუძნებული.

Cape Fear ბედნიერად დაქორწინებული წყვილის, იურისტების ამანდა და სტივ ბაუდენების ისტორიას მოგვითხრობს, რომელთა ცხოვრებასაც რადიკალური ცვლილება ემუქრება მაქს კეიდის (ხავიერ ბარდემის პერსონაჟის) გამოჩენის შემდეგ. კეიდი ცნობილი სერიული მკვლელია მათი წარსულიდან, რომელიც ციხიდან გამოდის,” — ვკითხულობთ სერიალის აღწერაში.

სერიალს 10 ეპიზოდი ექნება და, როგორც ამბობენ, “ამერიკის დანაშაულების შესახებ გადაღებული ფილმებით გატაცებას გამოიკვლევს.”

Cape Fear-ის 1991 წლის ვერსიაში მთავარ როლებს რობერტ დე ნირო, ნიკ ნოლტი და ჯესიკა ლენჯი ასრულებენ. ფილმი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა — მისმა შემოსავალმა $182 მილიონი შეადგინა.

ასევე ნახეთ

თბილისის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 1-ელ დეკემბერს იწყება

კინოფესტივალი  გაიხსნება, კინოთეატრ „ამირანში“, ტატო კოტეტიშვილის ფილმით “წმინდა ელექტროენერგია”. 2024 წლის ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია