პოლიტიკა
BATMAN V SUPERMAN: DAWN OF JUSTICE, Henry Cavill as Superman, 2016. ph: Clay Enos /© Warner Bros. / courtesy Everett Collection

ჯეიმს განმა დაადასტურა, რომ ჰენრი კავილს სუპერმენის როლში ვეღარ ვიხილავთ

ჯეიმს განმა დაადასტურა, რომ Man of Steel-ის შემდეგი ნაწილის გადაღება აღარ იგეგმება და სუპერმენის პერსონაჟის შესახებ ახალი გეგმები გაგვაცნო. მისი თქმით, სუპერმენის ახალგაზრდობის წლებზე ფილმის გადაღებას აპირებს, რომელშიც ჰენრი კავილს ვეღარ ვიხილავთ.

ჯეიმს განმა განაცხადა, რომ მალე ახალ პროექტებზე იწყებს მუშაობას, რის შესახებაც ოფიციალურ განცხადებას შემდეგი წლის დასაწყისში გააკეთებს.

ასევე, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ The Witcher-ის მე-4 სეზონში სერიალის მთავარი გმირის, გერალტის როლს ჰენრი კავილი აღარ შეასრულებს. The Witcher-ის მე-4 სეზონში ჰენრი კავილის ნაცვლად ლიამ ჰემსვორტი ითამაშებს. ჰენრი კავილს The Witcher-ის დატოვების მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა განაცხადა, რომ Black Adam-ში სუპერმენის როლის მორგებას აპირებდა.

ასევე ნახეთ

“დედა და ილია” – წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

UFC-ის ჩემპიონის, ილია თოფურიას ოჯახისა და დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას ცხოვრების შესახებ გამოცემული წიგნი – “დედა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...