პოლიტიკა

კამპანია Starring Georgia-ს ფარგლებში საქართველოში ექვსი კონცერტი უკვე დაიგეგმა, მათ შორის არიან ჯგუფები Imagine Dragons და The Killers

კამპანია Starring Georgia-ს ფარგლებში საქართველოში ექვსი კონცერტი უკვე დაიგეგმა, მათ შორის არიან ჯგუფი Imagine Dragons და The Killers, – აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, Black Sea Arena საქართველოში მასშტაბურ კამპანიას – Starring Georgia-ს – იწყებს.

კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა. ახალი კამპანიის ფარგლებში, Black Sea Arena-ს სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.

უკვე დაანონსებულია შემდეგი ღონისძიებები:

Nile Rodgers & Chic – 5 აგვისტო, Black Sea Arena, Front Stage; FKJ – 6 აგვისტო, Black Sea Arena, Front Stage; Damian Lazarus – 10 აგვისტო, The Social Space; The Killers – 15 აგვისტო, Black Sea Arena; All Day I Dream – 18 აგვისტო, The Social Space; Imagine Dragons – 31 აგვისტო, Mikheil Meskhi Stadium.

დაგეგმილი კონცერტების ბილეთების გაყიდვა 24 აპრილიდან, ეტაპობრივად, ვებგვერდზე – BSA.ge დაიწყება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ

The Killers-ი მსმენელს ბოდიშს უხდის

ბლექ სი არენაზე კონცერტის ქართველი აუდიტორიის პროტესტის შემდეგ, The Killers-ი განცხადებას ავრცელებს და მსმენელს ბოდიშს …