კენეტ ბრანა ერკიულ პუაროს როლს მესამედ შეასრულებს,-ამის შესახებ ინფორმაციას Variety ავრცელებს.სურათის რეჟსორი თავად კენეტ ბრანა იქნება.
როგორც ცნობილია,მსახიობი ცნობილ დეტექტივს თრილერში „მოჩვენება ვენეციაში“ განასახიერებს. მასთან ერთად ჯეიმი დორნანი, ტინა ფეი, მიშელ იეო და ჯუდ ჰილი ითამაშებენ. სურათს საფუძვლად დაედება აგათა კრისტის რომანი „წვეულება ჰელოუინზე”. სიუჟეტზე დაყრდნობით, პენსიაზე გასული პუარო სპირიტიზმის სეანსს ესწრება, სადაც ერთ-ერთ სტუმარს კლავენ.
ცნობისთვის,გადაღებები 31 ოქტომბერს დაიწყება.