პოლიტიკა

KIND DAVID-ში ნახატების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

KIND DAVID-ში ნახატების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. წარმოდგენილი იყო 50 მხატვრის 60-ზე მეტი ფერწერული ტილო.

როგორც  გამოფენის ორგანიზატორმა, გოგიტა მურცხვალაძემ განაცხადა, გამოფენა, რომელიც მძიმე დიაგნოზის მქონე ორ აჭარელ ბავშვს ეძღვნება, ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

„მინდა ნებისმიერ მხატვარს, ვინც თანადგომა გამოგვიცხადა დიდი მადლობა გადავუხადო. ასევე, მადლობას ვუხდი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებს. მარტო ჩემთვის ძნელი იქნებოდა ამდენი ნახატის შეგროვება, უნივერსიტეტის სტუდენტებმა საოცარი მხარდაჭერა გამოიჩინეს. ასევე მადლობას ვუხდი სასტუმრო KING DAVID-ის ადმინისტრაციას სივრცის დათმობისთვის. ყველანაირად მხარში გვიდგანან. რამდენიმე ნახატი უკვე გაიყიდა“, -განაცხადა გოგიტა მურცხვალაძემ.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების ამსახველი კადრების გავრცელების თაობაზე აკრძალვა თეატრებსა და მხატვრულ ლიტერატურას არ ეხება

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების ამსახველი კადრების გავრცელების თაობაზე აკრძალვა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია