პოლიტიკა

თბილისის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 1-ელ დეკემბერს იწყება

კინოფესტივალი  გაიხსნება, კინოთეატრ „ამირანში“, ტატო კოტეტიშვილის ფილმით “წმინდა ელექტროენერგია”.

2024 წლის ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, 6 სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური, 9 მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, რომელთა შორის გამარჯვებულებს საერთაშორისო ჟიური გამოავლენს.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ორ ჯილდოს გასცემს. კატეგორიაში „ადამიანის უფლებები კინოში” ჯილდო გადაეცემა დოკუმენტური და მხატვრული მიმართულების გამორჩეულ ფილმებს, რომელთა თემატიკაც ადამიანის უფლებათა საკითხს ეხმიანება.

საკონკურსო ფილმების გარდა, წელს ქართულ პანორამაში ვიხილავთ სტუდენტური ფილმების არასაკონკურსო სექციასაც, რომლის ფარგლებშიც დებიუტანტი ავტორების მოკლემეტრაჟიან ფილმებიც შედის.

საკონკურსო პროგრამის გარდა, ფესტივალი წარმოადგენს ევროპული და მსოფლიო კინოს საუკეთესო ნამუშევრებს .

 

 

ასევე ნახეთ

ოსკარი 2026 – ვინ არიან დაჯილდოების ტრიუმფატორები

კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ოსკარი 2026 შედგა. ლოს-ანჯელესმა „ოსკარის“ რიგით 98-ე ცერემონიას უმასპინძლა. გამარჯვებულები უკვე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...