პოლიტიკა

კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმის, Oppenheimer-ის ნახვა მაყურებელს 2023 წლის ივლისიდან შეეძლება

კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმის, Oppenheimer-ის, ნახვა მაყურებელს 2023 წლის 21 ივლისიდან შეეძლება. ახლახან გავრცელდა ფილმის ტრეილერიც. ოპენჰაიმერი თეორიტიკოს-ფიზიკოსისა და “ატომური ბომბის მამის” სახელით ცნობილ ჯ. რობერტ ოპენჰაიმერის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომლის როლსაც ფილმში არც მეტი, არც ნაკლები კილიან მერფი თამაშობს. 

 

როგორც ცნობილია, ფილმი შთაგონებულია კაი ბერდისა და მარტინ ჯ. შერვინის წიგნით: ამერიკელი პრომეთე: ჯ. რობერტ ოპენჰაიმერის ტრიუმფი და ტრაგედია, რომელმაც პულიცერის პრემია დაიმსახურა. წიგნი ოპენჰაიმერის მთელ ცხოვრებაზე მოგვითხრობს ბავშვობიდან გარდაცვალებამდე. განსაკუთრებული ყურადღება კი ეთმობა 1939-1945 წლებს, როცა ოპენჰაიმერი ატომური ბომბის შექმნასთან დაკავშირებულ სამუშაოებს და შემდგომში ბომბის გამოცდას ხელმძღვანელობდა.

ცნობისთვის, ოსკაროსან რეჟისორს აქამდე ბიოგრაფიული დრამა არ გადაუღია, თუმცა ეს მისი მე-12 ფილმია, რომლის ხანგრძლივობა 2 საათი და 30 წუთი იქნება.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების ამსახველი კადრების გავრცელების თაობაზე აკრძალვა თეატრებსა და მხატვრულ ლიტერატურას არ ეხება

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების ამსახველი კადრების გავრცელების თაობაზე აკრძალვა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია