პოლიტიკა

კულტურის სამინისტრომ ანსამბლ „ერისიონს’’ ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა

  საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონს“ საჩუქრად გადასცა 61 ერთეული ტრადიციული სასცენო სამოსი, კერძოდ, „ოსურის“ მოცეკვავეებისთვის 15 კაბა,„ხევსურულის“ მოცეკვავეებისთვის 28 ჩოხა და მომღერლებისთვის 18 ჩოხა-ახალუხი.
 
 ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, „ერისიონის“ ხელმძღვანელები და ანსამბლის წევრები.
 
 კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ახალი სასცენო სამოსის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ფოლკლორული ანსამბლების წინაშე ბევრი გამოწვევაა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა კი მაღალი ხარისხის, სპეციალური ესკიზების მიხედვით შექმნილი ტრადიციული სასცენო სამოსის ნაკლებობაა.

ასევე ნახეთ

ოსკარის დაჯილდოების რიგით 97-ე ცერემონია გაიმართა

ლოს-ან­ჯე­ლეს­ში “ოს­კა­რით“ და­ჯილ­დო­ე­ბის რიგით 97-ე ცე­რე­მო­ნია. პრეს­ტი­ჟუ­ლი კი­ნოპ­რე­მია ოცზე მეტ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­ი­ცა. კი­ნო­ა­კა­დე­მი­ამ 2024 წლის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია