პოლიტიკა

ლედი გაგა Joker 2-ის გადასაღებ მოედანზე ჰარლი ქვინის როლში პირველად გამოჩნდა

ჯოკერის შესახებ გადაღებულ ახალ ფილმში Joker: Folie à Deux ჰარლი ქვინის როლს სავარაუდოდ ლედი გაგა შეასრულებს. ფილმის ნახვა, რომელიც 2019 წლის ოსკაროსანი ჰიტის, Joker-ის, გაგრძელებაა, მაყურებელს 2024 წელს შეეძლება. გადასაღები მოედნიდან კი ახლახან გაგას ფოტოები გავრცელდა, რომელსაც სწორედ ჰარლი ქვინის კოსტიუმი აქვს მორგებული.

ლედი გაგა ფილმთან პირველად 14 თებერვალს დააკავშირეს, როცა ფილმის რეჟისორმა, ტოდ ფილიპსმა, ინსტაგრამზე მისი და ხოაკინ ფენიქსის ფოტო გააზიარა წარწერით “გილოცავთ ვალენტინობას.”

ფილმის გულშემატკივრების სასიხარულოდ, ხოაკინ ფენიქსი, რომელმაც ჯოკერის ოსტატურად შესრულებული როლისთვის ოსკარის ჯილდოც მიიღო, ფილმის გაგრძელებაშიც ბრუნდება.

Joker-მა კომპანია Warner Bros.-ს $1 მილიარდი შემოსავალი მოუტანა. ასეთივე წარმატებას უწინასწარმეტყველებენ მეორე ფილმსაც, რომლის პრემიერა 2024 წლის 4 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

ასევე ნახეთ

“დედა და ილია” – წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

UFC-ის ჩემპიონის, ილია თოფურიას ოჯახისა და დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას ცხოვრების შესახებ გამოცემული წიგნი – “დედა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...