პოლიტიკა

ლანა დელ რეის ის ლეპტოპი მოჰპარეს, რომელშიც ახალ ალბომს ინახავდა

ლანა დელ რეის თქმით, მას მოჰპარეს ზურგჩანთა, რომელშიც მისი ახალი ალბომის შემცველი ლეპტოპი ინახებოდა. მომღერალმა აღნიშნა, რომ კომპიუტერთან ერთად, კამერა და რამდენიმე მყარი დისკიც მოიპარეს.

“რამდენიმე თვის წინ მანქანა მელროუზის ავენიუზე შევაჩერე, ლოს ანჯელესში, და რამდენიმე წუთით გადმოვედი” — დაწერა მან ინსტაგრამზე. “ზურგჩანთა მანქანაში დავტოვე. ვიღაცამ ყველა ფანჯარა ჩაამსხვრია და ჩანთა წაიღო.”

ლანამ დაამატა, რომ მისი კიდევ ერთი პროექტი — წიგნი, რომელზეც მუშაობდა, ასევე, მოიპარეს.

“მომიწია დისტანციურად გამესუფთავებინა კომპიუტერი, რომელზეც ჩემი 200-გვერდიანი წიგნი ინახებოდა საიმონ შუსტერისთვის. ეს წიგნი “ქლაუდზე” არ მქონია შენახული. ამის მიუხედავად, ხალხს მაინც შეუძლია, დისტანციურად შეაღწიოს ჩემს მობილურში და უნებართვოდ გაავრცელოს ჩემი სიმღერები და პირადი ფოტოები. წიგნი, რომელიც დავკარგე, მთელი გულით მიყვარდა და ღრმა ემოციებიც ჩავდე შიგ.”

მომღერალმა ფანებს თხოვნით მიმართა და მოუწოდა, არ მოესმინათ მოპარული და მისი ნებართვის გარეშე გავრცელებული მუსიკისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ ახალ მუსიკაზე მუშაობას გააგრძელებს.

“მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც ხდება, მიუხედავად ამდენი უსაფრთხოების დარღვევის ფაქტორისა, მჯერა იმ ალბომის, რომელზეც ვმუშაობ. მინდა, ჯიუტად გავაგრძელო მუშაობა და, რაც შემიძლია, საუკეთესო ალბომი შევქმნა. გთხოვთ, არ მოუსმინოთ წინასწარ გავრცელებულ მუსიკას, თუკი შეგხვდებათ, რადგან ის ჯერ მზად არ არის.”

საბოლოოდ, ლანა შემდეგ დასკვნამდე მივიდა: “რა თქმა უნდა, მანქანაში აღარაფერს დავტოვებ აღარასოდეს, თუნდაც ერთი წამით, მაგრამ მსგავსი შემთხვევები სახლშიც გვქონია და ეს მუდმივი ამბავია. და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მადლიერი ვარ, კარგი ამბების გაზიარება რომ შემიძლია ხოლმე, მინდა, ისიც გაგიზიაროთ, რომ ეს პროცესი გამოწვევებით იყო სავსე.”

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების ამსახველი კადრების გავრცელების თაობაზე აკრძალვა თეატრებსა და მხატვრულ ლიტერატურას არ ეხება

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების ამსახველი კადრების გავრცელების თაობაზე აკრძალვა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია