პოლიტიკა

ლეგენდარული ტილდა სუინტონი ახალი ფილმით გვიბრუნდება

ლეგენდარული ტილდა სუინტონი ახალი ფილმით გვიბრუნდება. მსახიობი მთავარ როლს ასრულებს ბრიტანელი რეჟისორის, ჯოანა ჰოგის, ახალ გოთიკურ ფილმში მარადიული შვილი (The Eternal Daughter). აღსანიშნავია, რომ ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი მარტინ სკორსეზეა, კინოსურათის პრემიერა კი უკვე შედგა ვენეციის კინოფესტივალზე, სადაც მან დიდი მოწონება დაიმსახურა.

ცნობისთვის, მარადიული შვილი ხელოვანსა და მის ხანდაზმულ დედაზე მოგვითხრობს, რომლებიც თავიანთ ყოფილ საგვარეულო სახლში ბრუნდებიან. ეს საიდუმლოებებით მოცული სახლი კი, რომელიც ამასობაში სასტუმროდ ქცეულა, მისტიკურ ბინადრებს დაუკავებიათ.

კინოსურათის გადაღებები კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, უელსში მიმდინარეობდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სუინტონი ნამუშევარში ერთდროულად ორ როლს ასრულებს — განასახიერებს შვილსაც და დედასაც.

 

ასევე ნახეთ

ბრაზილიის პოლიციამ ლედი გაგას კონცერტზე დაგეგმილი აფეთქება აღკვეთა

ბრაზილიის პოლიციის  გაცხადებით, ლედი გაგას კონცერტზე დაგეგმილი აფეთქება აღკვეთეს. რიო დე ჟანეიროს მერიის ცნობით, კონცერტს 2.1 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია