პოლიტიკა

ლევან წულაძემ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

ლევან წულაძემ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ლევან წულაძემ სსიპ თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს მიმართა.

ლევან წულაძის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება დღეს, 10 ოქტომბერს, გამოიცა.

ლევან წულაძე მოცემულ პოზიციაზე უფლებამოსილების ახალი, ოთხწლიანი ვადით, 2022 წლის 6 მარტიდან დაინიშნა. მან მარჯანიშვილის თეატრს 18 წლის განმავლობაში უხელმძღვანელა და არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია როგორც ქვეყანაში, ასევე – საზღვარგარეთ.

კულტურის სამინისტრო მადლობას უხდის ლევან წულაძეს მრავალწლიანი აქტიური შემოქმედებითი საქმიანობისთვის და კვლავაც დიდ წარმატებებს უსურვებს.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ასევე ნახეთ

“დედა და ილია” – წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

UFC-ის ჩემპიონის, ილია თოფურიას ოჯახისა და დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას ცხოვრების შესახებ გამოცემული წიგნი – “დედა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...