პოლიტიკა

მალე ინგლისელ მწერალს, ნილ გეიმანს მუსიკოსის ამპლუაში ვიხილავთ

  ინგლისელი მწერალი ნილ გეიმანი, რომელმაც მკითხველის სიყვარული დაიმსახურა,  მუსიკის წერას იწყებს. გეიმანის სადებიუტო ალბომი Signs of Life 2023 წლის 28 აპრილს გამოვა, მანამდე კი პირველი ორი სინგლის მოსმენაა შესაძლებელი.

 ალბომის შესაქმნელად გეიმანმა FourPlay String Quartet-თან თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო. ნამუშევარი მოიცავს როგორც კოლაბორაციებს, ასევე გეიმანის ლექსებსა და ამბებზე დაწერილ მუსიკას.

 ალბომის პირველ ორ სინგლთან ერთად, უკვე გამოვიდა  ვიდეოკლიპიც. Bloody Sunrise, რომელშიც გეიმანიც მღერის, ავტორის თქმით “უპასუხო სიყვარულით გულგატეხილი ვამპირის” პერსპექტივითაა დაწერილი.

გეიმანის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ბოლოდროინდელი პროექტი The Sandman-ია. მწერლის კომიქსზე დაფუძნებული სერიალი ნეტფლიქსმა გადაიღო და მაყურებელმა ის ზაფხულში უკვე იხილა.

 შეგახსენებთ, ნილ გეიმანი  ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწერლია, რომლის წიგნებიც  არაერთ ენაზეა თარგმნილი და 45 მილიონზე მეტ ეგზემპლარადაა მსოფლიოში გაყიდული.

 

ასევე ნახეთ

დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

ქართველმა მსახიობმა, დათა ჩაჩუამ „აზიური ოსკარის“ ჯილდო მიიღო, ნომინაციაში საუკეთესო ახალი შემსრულებელი ფილმისთვის Panopticon. 14 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია